Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის შექმნიდან 35 წელი

 07/05/2010

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ელენეახვლედიანის სახლ-მუზეუმის შექმნიდან 35წელს აღნიშნავს. როგორც მხატვრისსიცოცხლეში, ახლაც რომანსებისა და პოეზიისსაღამო გაიმართება.

1927 წელს, საზღვარგარეთიდანდაბრუნებულმა, ელენე ახვლედიანმა თავისიბინა-სახელოსნო ხელოვნების თავისებურსალონად აქცია. იმართებოდა გამოფენები, პოეზიის საღამოები და კონცერტები.

1976 წელს ელენე ახვლედიანის ბინა-სახელოსნოს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. 2004 წელს სახლ-მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შევიდა.

სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია მხატვრის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდშიშესრულებული ფერწერული ტილოები, გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები;აგრეთვე მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებულიუტილიტარულ-დეკორატიული ნივთები - XIX-XXსს-ის გამოყენებითი ხელოვნებისნიმუშები: ფარდაგები, ხალიჩები, კერამიკა, სპილენძის ჭურჭელი, მუზეუმში დაცულიაუნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, ბიბლიოთეკა. სახლ-მუზეუმი ამჟამადაცკულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია - რეგულარულად ხორციელდებასხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტები, იმართება პოეზიის საღამოები, ეწყობაკონცერტები. მისამართი: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, ქიაჩელის ქ. 12.