| გარეჯის მრავალმთის არქეოლოგიური ძეგლები - წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი | 26.01.2012. |
წიგნი „გარეჯის მრავალმთის არქეოლოგიური ძეგლები - წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი“
ავტორი – ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი კონსერვატორი ზურაბ თვალჭრელიძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მისი ძირძველი სტრუქტურული ერთეული - სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, გარეჯის კვლევის ცენტრთან ერთად იწყებს ისტორიკოს-არქეოლოგის, ზურაბ თვალჭრელიძის ნაშრომების სერიულ გამოცემას. პუბლიკაციები მიეძღვნება გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების გამოქვაბული კომპლექსებისა და საქართველოს კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კერების ისტორიულ-არქეოლოგიური ასპექტით შესწავლის შედეგებს.

18 იანვარს 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ მეტროპოლიტენ მუზეუმის (აშშ) წამყვანი დიზაინერის დანიელ კერშაუს პრეზენტაციას: “ისტორია დიზაინერის თვალით: დანიელ კერშაუს ბოლო სამი გამოფენა”. მისამართი: ფურცელაძის ქ.1 | „თედექსი“ (TEDx) თბილისში | 17.01.2012. |
 „თედექს-თბილისის“ (TEDxTbilisi) პირველი ღონისძიება შედგება 11 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი“, არის „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული ფორუმი, რომელზეც მოხდება საინტერესო და კრეატიული იდეების გაზიარება. კონფერენციის ზოგადი თემაა „გრძელვადიანი ხედვა“. ამ თემით ორგანიზატორების მიზანია იმის ხაზგასმა, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სწრაფი რითმის მიუხედავად, საზოგადოებაში, ეკონომიკასა და კულტურაში მიმდინარე პროცესები თავს იყრიან განვითარებისა და ზრდის საერთო, გრძელვადიან გზაზე. ღონისძიების მთავარი ამოცანაა იმ უნიკალური და ინოვაციური იდეების/მიღწევების წარმოჩენა, რომლებსაც საფუძველი საქართველოში ან საქართველოსთან კავშირში ჩაეყარა. „თედის“ ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი პროფესიული კარიერის საუკეთესო პრეზენტაცია. ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულ მომხსენებელთა შორის არიან ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და, გამოჩენილი მოღვაწეები, მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე და მისი აღმატებულება შვედეთის ელში საქართველოში დიანა იანსე. | კულტურულ-საგანმანათლებლო აქცია „ღამე მუზეუმში“ | 17.01.2012. |
2012 წლის 16 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო აქციას „ღამე მუზეუმში“. აღნიშნული აქციის მეშვეობით თბილისის 100 სკოლის დირექტორმა შემეცნებითი, თეატრალიზირებული ღონისძიებების თანხლებით დაათვალიერა გალერეის ექსპოზიცია. პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული გალერეის ეზოში დაიწყო. სტუმრებს, მუსიკის თანხლებით, გალერეის ექსპოზიციის ცნობილი ნამუშევრებიდან მსახიობთა მიერ „გაცოცხლებული“ სხვადასხვა პერსონაჟები მასპინძლობდნენ. გალერეის კედელზე ნაჩვენები იყო ექსპოზოციაში წარმოდგენილი პერსონაჟების პროექცია. | გამოფენა რომში | 04.01.2012. |
17 ნოემბერი, 2011 - 5 თებერვალი, 2012 საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნივთები წარმოდგენილია გამოფენაზე "ოქროს საწმისი – ძველი საგანძური საქართველოდან" რომის საიმპერატორი ფორუმების მუზეუმში. Mercati di Triano, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დედაქალაქ რომის კულტურულ ძეგლთა ზედამხედველობის სამსახური.
გამოფენა იმართება კულტურის ბიენალეს (2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის აპრილამდე) - "აბრეშუმის გზა"- ფარგლებში იტალიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების პატრონაჟით, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობს. ბიენალე ეძღვნება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც XIII საუკუნემდე აზიაში მარკო პოლოს მოგზაურობამდე, ევროპისათვის საიდუმლოს წარმოადგენდნენ.
|