საზაფხულო სკოლები მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. საქართველოს ეროვნულ მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრმა დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე 2009 წელს საზაფხულო სკოლის სპეციალური პროგრამა მოამზადა, რომელიც 2009 წლის ივნისსა და ივლისში განხორციელდება.
ერთ კვირიანი პაკეტი მოიცავს თემატურ გაკვეთილებს, პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოფენების დათვალიერებას. პროგრამის თითოეული გაკვეთილი მულტიდისციპლინარულია და თამაშის პრინციპზეა აგებული.
მუზეუმის სივრცე სწავლების უნიკალურ შანს იძლევა: მოზარდები სკოლისგან განსხვავებულ გარემოში ხვდებიან, სწავლობენ თამაშის პროცესში, სწავლობენ პირველადი წყაროდან. ადრეული ასაკიდან მოზარდების ესეთი ტიპის პროგრამებში ჩართვა, კულტურული მემკვიდრეობისადმი, ხელოვნებისადმი და მეცნიერებისადმი ინტერესის განვითრებას უწყობს ხელს.
რეგისტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
ტელ: 931 652
ელ-ფოსტა: artexpress@gol.ge
რა არჩევანს გთავაზობთ
- სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილი პროგრამები
- თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აიღოთ პროგრამის სრული პაკეტი
- მხოლოდ თქვენს მიერ არჩეული თემატური პროგრამები
- მხოლოდ ერთი პროგრამა
საზაფხულო სკოლის პროგრამის განხორციელების ცხრილიპროგრამა 7; 8 და 9 წლის ბავშვებისთვის
1. პიკასოს გამოფენის თანმხლები პროგრამა
2. მარიონეტი
3. პატარა არქეოლოგები
პროგრამა 10-12 წლის ბავშვებისთვის
1. პიკასოს გამოფენის თანმხლები პროგრამა- 2 გაკვეთილი
2. ფერადი ანბანი -2 გაკვეთილი
3. პატარა არქეოლოგები -1 გაკვეთილი
პროგრამა 13-15 წლის მოზარდებისთვის
1. პიკასოს გამოფენის თანმხლები პროგრამა- 3 გაკვეთილი
2. თავსატეხის საიდუმლო - 2 გაკვეთილი
3. არქეოლოგია - 1 გაკვეთილი
4. ნუმიზმატიკა - 1 გაკვეთილი
ინფორმაცია პროგრამების შესახებ
1. ფერადი ანბანი
გაკვეთილში ინტეგრირებულია ხელოვნება, ისტორია გეოგრაფია და ქართული ენა. მოსწავლეები ეცნობიან უნიკალურ მანუსკრიპტებს, მათ ისტორიასა და მნიშვნელობას ბეჭდური ტექნოლოგიის აღმოჩენამდე. მდიდარი ვიზუალური მასალით გაჯერებული გაკვეთილის და მსჯელობის შემდეგ მოზარდები ერთვებიან სახალისო პრაქტიკულ მეცადინეობაში - ქმნიან დასურათებულ ანბანის წიგნს, რომელშიაც ცხოველთა და საგანთა გამოსახულება გამოყენებული იქნება ანბანის თითოეული ასოს ილუსტრირებისთვის.
2. მიარიონეტები
ეს შემეცნებით-გასართობი პროგრამა აცნობს მოზარდებს მარიონეტების საინტერესო ისტორიას. განსაკუთრებული ხალისით მოზარდები ერთვებიან მარიონეტის დამზადების პროცესში. პროგრამით გათვალისწინებული მინი დეკორაციების კონსტრუირებისას მოზარდი სცენოგრაფიის საიდუმლოებას ეცნობა.
3. თავსატეხის საიდუმლო
თავსავსატეხის საიდუმლოების გამოცნობა პროგრამის ძირითადი კომპონენტია. ამ საინტერესო და სახალისო პროცესში მოზარდები ეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას, ბიოგრაფიას და კონკრეტულ ნაწარმოებებს. სახვითი ხელოვნების ამ გაკვეთილში იტეგრირებულია საკითხები: ისტორიიდან, ლიტერატურიდან, გეოგრაფიიდან. თავსატეხის ეს კონკრეტული პრინციპი მისცემს მოზარდებს საშუალებას სრულიად განსხვავებულად დაინახონ ნიკო ფიროსმანის მდიდარი სამყარო. პროგრამის შემდეგი საფეხურია ფიროსმანის გამოფენის დათვალიერება. პროგრამის დასასრულს მოსწავლეები დაწერენ ესეს ფიროსმანზე.
პოკასოს გამოფენის თანმხლები პროგრამა
ხელოვნების ისტორიისა და პრაქტიკული მეცადინეობის პარალელურად პროგრამაში ინტეგრირებულია საკითხები ისტორიდან და გეოგრაფიიდან. მოსწავლეები ეცნობიან პიკასოს შემოქმედებასა და ბიოგრაფიას. მსჯელობენ ნამუშევრების შესახებ. პროფესიონალების მიერ მოფიქრებული ხერხით, პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში მოზარდები ადვილად ხვდებიან პიკასოს ე.წ. ორმაგი სახეების პრინციპს. გაკვეთილის შემდეგი კომპონენტი პიკასოს გამოფენის დათვალიერებაა. დასრულდება პროგრამა მოზარდების მიერ შექმნილი ნამუშევრების მცირე გამოფენით და დისკუსიით
.4. პატარა არქეოლოგები
არქეოლოგია რომანტიკული და საიდუმლოებით მოცული პროფესიაა, მაგრამ ამავე დროს დიდ შრომასა და გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ ყოველივე ამის დემონსტრირება ხდება ჩვენს პროგრამაში. აქეოლოგიური გათხრებს იმიტაცია სპეციალურად მოწყობილი მოედანზე მიმდინარეობს. იმისთვის, რომ მოზარდისთვის ნათელი გახდეს, როგორ აღადგენს ისტორიულ მოვლენებს არქეოლოგი საუკეთესო გზა გათხრებში მონაწილეობაა. ამიტომაც პრაქტიკული მეცადინეობა ამ პროგრამის ძირითადი კომპონენტია
.5. ნუმიზმატიკა
ნუმიზმატიკა ”პატარა არქეოლოგების” პროგრამის ლოგიკური გაგრძელებაა. არქეოლოგიურ გათხრებზე მათ უკვე აღმოაჩინეს ძველი მონეტების მულაჟები ეხლა კი გაეცნობიან თუ რა არის ნუმიზმატიკა, დროში ვირტუალური მოგზაურობის შემდეგ ისინი აღმოაჩენენ ბევრ საიტერესო ფაქტს, გაეცნობიან მონეტის დამზადების უძველეს ტექნოლოგიებს. პროგრამის