"უძველესი თბილისი" საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის ერთობლივი პროექტია.
პროექტი “უძველესი თბილისი” არის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს.
დღესდღეობით არსებობს ორი თბილისი: ძველი და ახალი თბილისი. თუმცა რეალურად არსებობს მესამე, უძველესი თბილისიც, იგივე მიწისქვეშა თბილისი. ანუ ქალაქის ის ნაწილი, რომელიც მისი ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებს მოიცავს და რომლის წარმოჩენაც უდიდეს პოპულარობას მოუტანს ჩვენს დედაქალაქს, როგორც ეკონომიკური, ტურისტული, ასევე სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო კუთხით.
პროექტის დირექტორი: დავით ლორთქიფანიძე
პროექტის კურატორი, კონცეფციის ავტორი: მიხეილ აბრამიშვილი
პროექტის მენეჯერი, კოორდინატორი: თეონა ჯაყელი
პროექტის კონსულტანტი: ნიკოლოზ ჩხაიძე
