საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ევროპული სკოლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია CHCA (ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი) თანამშრომლობით ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი ”მუზეუმი სტუმრად თქვენთან”.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდებისთვის სპეციალური პროგრამა მომზადდა.
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატთა ფოტო-პრეზენტაციების სალექციო კურსს არქეოლოგიის, ხელოვნების, ისტორიის, და ეთნოგრაფიის შესახებ. პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებზე დაფუძნებული ლექცია–პრეზენტაციები, რომელიც მოიცავს არქეოლოგიის, ისტორიის, ხელოვნების და ანთროპოლოგიის სფეროს.
პროექტის ორგანიზაციაში ეროვნულ მუზეუმს დახმარებას უწევს CHCA (ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი), რომელიც 6 დასახლებაში – შაუმიანი, გარდაბანი, კოდა, წეროვანი, საგურამო და წილკანი ანხორციელებს იტალიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს „მობილური ბიბლიოთეკა“.
ევროპული სკოლის მოსწავლეებმა 200-დე დევნილი მოზარდისთვის მოამზადეს საჩუქრები, რომელიც დევნილებს პროგრამის მსვლელობისას გადაეცემათ.
პროგრამა განხორციელდა შემდეგ რეგიონებში:
§ 13 თებერვალი / წილკანი/ დრო 13.30/ 46 მოზარდი/ სპიკერი - რუსუდან მერაბიშვილი / თემა- საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციები
§ 16 თებერვალი / შაუმიანი / დრო-13.30 / 39 მოზარდი/ სპიკერი - ჯიმი ჩხვიმიანი/ თემა - დმანისის მუზეუმ ნაკრძალი და უნიკალური აღმოჩენები/
§ 17 თებერვალი / საგურამო/ დრო-14.30 / 32 მოზარდი/ მაია პატარიძე ნუმიზმატიკა ლექცია და დოკუმენტური ფილმი/
§ 18 თებერვალი / გარდაბანი/ დრო 14.00/ სპიკერი მამუკა ქაფიანიძე/ თემა- იარაღის კოლექცია ეროვნულ მუზეუმში/
§ 22 თებერვალი / წეროვანი/ 14.30/ სპიკერი- მარიკა ბექაური/ / თემა- საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციები /
§ 26 თებერვალი / კოდა/ 78 მოზარდი/ დრო- 14.30/ სპიკერი - რუსუდან მერაბიშვილი / თემა- საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციები /