|   ENG

 
 
ხის რესტავრაციის ვორკშოპი 14.11.2007.
 2-6 ნოემბერს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ  ხის რესტავრაციის ვორკშოპი მოეწყო, რომელიც წარმოადგინეს ნორვეგიელმა ექპერტებმა: დურგალმა ჰანს მარუმსრუდმა, და მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშ მუზეუმის ხელოსნობის განვითარების ნორვეგიული სააგენტოს ხელმძღვანელმა  აივინდ ფალკმა.
ვორკშოპი, რომელიც მიეძღვნა ხის არქიტექტურის რესტავრაციის პრინციპებს, გაიმართა იუნესკოსა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის “გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია” ფარგლებში და მხარდაჭერილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ნორვეგიული დირექტორატის მიერ.

ვორკშოპში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ღია ცის ქვეშ მუზეუმის დურგლები და ხელოსნები, ICOMOS საქართველოს არქიტექტორ-რესტავრატორები და ხელოსნები, აგრეთვე მოწვეული დურგალი მესტიის მუზეუმიდან.

ვორკშოპის თეორიულ ნაწილში ნორვეგიელმა ექსპერტებმა ისაუბრეს ხის რესტავრაციის ზოგად პრინციპებზე და ხელოსნის როლზე რესტავრაციის პროცესში ნორვეგიაში. ვრცელი დისკუსია მიეძღვნა ორიგინალი მასალის, ხელსაწყოებისა და ხელოსნობის შენარჩუნების და მომავალი თაობებისათვის გადაცემის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ხოლო პრაქტიკულმა სამუშაოებმა მოიცვა ტრენინგი ტრადიციული ხელსაწყოების კვალის დათვალიერებასა და ამოცნობაში, ვარჯიში ქართული ცულისა და ნაჯახის ხმარებაში და ხის ტრადიციულ დამუშავებაში. ვორკშოპის მონაწილეებმა დიდი დრო დაუთმეს ერთ-ერთი სარესტავრაციო დარბაზული ტიპის სახლის გვირგვინის მოდელის შექმნას, რომელზე მუშაობაც კვლავაც გრძელდება მუზეუმში.



Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]