|   ENG

 
 
XVIII-XX საუკუნის ხალიჩები და ფარდაგები 27.11.2007.

XVIII-XX საუკუნის ხალიჩები და ფარდაგები

2006 წლის 2 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი აწყობს გამოფენას  “XVIII-XX საუკუნეების ხალიჩები და ფარდაგები”.

ექსპოზიცია მომზადდა მუზეუმის უცნობი კოლექციების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, თუ რა საგანძური ინახება მუზეუმში. 

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული ფარდაგებისა და ხალიჩების კოლექციაში შედის რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი, რომლებიც  150 წლის განმავლობაში არ გამოფენილა. წარმოდგენილი ექსპოზიცია სწორედ ამ წყვეტის შევსებას ისახავს მიზნად.   მაყურებელი პირველად იხილავს თურქმენეთში, ავღანეთში, ირანში, სომხეთში, დაღესტანში და საქართველოში შექმნილ ხალიჩებსა და ფარდაგებს. მათ რიცხვში ყველაზე უნიკალური და ძვირფასი მე-18 საუკუნის ნიმუშებიც გახლავთ. ექსპონატთა შორის უძველესია შადა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და 1866 წელს მუზეუმის დირექტორმა გუსტავ რადემ აზერბაიჯანში შეიძინა.

მეფარდაგეობას დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა, მაინც ძნელია იმის ზუსტი თქმა, თუ სად შეიქმნა პირველი ხალიჩა თუ ფარდაგი და საერთოდ, საიდან იღებს ეს ხელობა სათავეს. შეიძლება ნეოლითურ ხანას მივაკუთვნოთ (ძვ. წ 7000). მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება აღმოჩენილი იყო მომთაბარე ტომებით დასახლებულ სტეპებში. როგორც მომთაბარე ცხოვრების სხვა კომპონენტები, მეფარდაგეობის საწყისებიც დაფუძნებული იყო ჩაცმასა და თავშესაფარზე და არა ორნამენტებსა და დეკორზე. ისინი გაუთავებელ ომებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მკვლევარების ვარაუდობენ, რომ ხალიჩა-ფარდაგების სამშობლო შეიძლება ყოფილიყო ირანი, თურქმენეთი,  ცენტრალური აზია, მონღოლეთი და ჩინეთი, რომლებსაც “მეფარდაგეობის სარტყელს” უწოდებენ. Lლეგენდის თანახმად, ეგვიპტის სახელოვანი დედოფალი კლეოპატრა პირველად იულიუს კეისრის წინაშე ფარდაგში გახვეული წარსდგა. აღმოსავლეთში, ხალიჩები და ფარდაგები ტრადიციულად ლოცვის დროს გამოიყენებოდა. მას ასევე ხმარობდნენ თავშესაფრად, საქონლის გადასაზიდად. ასევე კომფორტისა და დეკორაციისთვის. ექსპოზიციის სპონსორია საქართველოს ბანკი.



Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]