|   ENG

 
 
საჯარო ლექცია06.09.2010.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები 2010 წლის 8 სექტემბერს 16: 00 საათზე წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას  ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებიმსოფლიო კულტურის სახლი XXI საუკუნეში ლექციას წაიკითხავს ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილე პროფესორი გიუნტერ შაუერტე.

 

გერმანიის სახელმწიფო მუზეუმები აერთიანებს თხუთმეტ მუზეუმს, რომლებიც განლაგებულია დედაქალაქის  ხუთ სხვადასხვა ადგილას: მუზეუმების კუნძული, კულტურფორუმ პოცდამერ პლაცი, დაჰლემი, შარლოტენბურგი და კიოპენიკი.

 

ლექციაზე ხაზი გაესმება მუზეუმების კუნძულის გავლენას ბერლინის ურბანულ ცხოვრებასა და ტურიზმზე.

 

ღონისძიება ტარდება `საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის” დაძმობილების/ტვინინგის პროექტის ფარგლებში.

 

 


ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში24.08.2010.

23 აგვისტო – 20 სექტემბერი, 2010 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აჭარის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას. 

ექსპოზიციაზე, სახელწოდებითშეხვედრა ფიროსმანთან”, წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ნიკო ფიროსმანის 15 ნამუშევარი 

გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანიაჯიპიაი ჰოლდინგი”.


აშშ-ს ელჩის ფონდი უნიკალური ქართული ხელნაწერებისა და ხატების დაცვის სამსახურში24.08.2010.

 2010 წლის 20 აგვისტოს დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართა აშშ- ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას  ესწრებოდნენ აშშ- ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

  პროექტს, სახელწოდებითსვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული უნიკალური ნივთების, შუასაუკუნეების ხელნაწერთა და ხატების დაცვა და კონსერვაციასაქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს. ეს ინიციატივა 2009 წელს დაიწყო და ამა წლის აგვისტოში დასრულდა.


აღმოჩენა დმანისში23.08.2010.

  2010 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის მუზეუმში შედგა უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების პრეზენტაციას.

დმანისში აღმოჩენილი  ჰომინიდების, ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1.7-1.8 მილიონი წლით თარიღდება. ამ აღმოჩენებმა  შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.


გამოფენა “Vinum Nostrum”- ხელოვნება, მეცნიერება და მითები ღვინის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ანტიკურ ცივილიზაციაში”09.08.2010.

 19 ივლისი 201015 მაისი 2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები ფლორენციის პიტის სასახლის ხელოვნების მუზეუმში, გამოფენაზევინუმ ნოსტრუმ, _ ხელოვნება, მეცნიერება და მითები ღვინის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ანტიკურ ცივილიზაციაში არის წარმოდგენილი.

ექსპოზიცა რამდენიმე განყოფილებისგან შედგება და მოციავს არქეოლოგიას, ისტორიას, გენეტიკას, ბიოლოგიას, ლინგვისტიკას, სოფლის მეურნეობას, სოციოლოგიას, ხელოვნების ისტორიასა და მეცნიერების სხვა დარგებს რომლებიც ღვინოს უკავშირდება. ისტორიული მასალები შუამდინარეთიდან, ანტიური საბერძნეთიდან, რომიდან, თუ ეტრუსკების კულტურიდან საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ღვინის კულტის განვითარების ისტორია ამა თუ იმ ცივილიზაციაში.





Events Calendar By TERMO
აგვისტო 2010
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

[ << ივლისი | სექტემბერი >> ]