|   ENG  

 
 
საქართველოს იტალიელი მეცნიერი ესტუმრა 19.12.2008.

ანალიზა ზარატინის ლექციიდან

 საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კომპანია BP-ს ინიციატივით, ამოქმედდა პროექტი, რომლიც ორ ეტაპად ხორციელდება და უცხოელი ექსპერტების მიერ, არქეოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.აღნიშნული პროექტი 2008 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს, ქართველებს საერთაშორისო არქეოლოგიური კვლევების უახლესი მეთოდები გააცნოს, მაგალითად: არქელოგიური კვლევების სტარტეგია, დაზვერვის მეთოდები, პრევენციული არქეოლოგია, დათარიღებისა და ლაბორატიული კვლევების მეთოდები და ა.შ. ეს პროექტი, პირველ ეტაპზე, განსახილველად ითვალისწინებდა თემებს, რომლებიც ლანდშაფტის არქეოლოგიასა და პრევენციულ არქეოლოგიას უკავშირდებოდა. 2008 წლის ივნისის თვეში, მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი - ქრისტოფერ რატე უძღვებოდა, ივლისში კი, ამ თემებზე ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა - რიდ ფერინგმა ისაუბრა.ორი ამერიკელის სტუმრობის შემდეგ, საქართველოში იტალიის არქეოლოგიური მემკვიდრეობის ლაციოს რეგიონის ხელმძღვანელი, დოქტორ ანალიზა ზარატინი ჩამოვიდა. გუშინ, ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შეხვდა და ჩაატარა ლექცია თემაზე: კულტურული მემკვიდერობის პრევენციული არქეოლოგია.

მაიკლ კენას ფრანგული ბაღები19.12.2008.

უკვე 30 წელია ინგლისელი ფოტოგრაფი მაიკლ კენა რეგულარულად მუშაობს საფრანგეთის პეიზაჟების სერიაზე. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ფრანგული ბაღების სერიაა, რომელიც ვერსალის, ფონტენბლოს, შანტიის, ვო-ლე-ვიკონტის, სენ-ჟერმენ-ან-ლეის, სოს, ტუილრის და სხვა ფრანგულ ბაღებს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ, ფრანგული ცივილიზაციის და კულტურის განუყოფელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოსმაიკლ კენა პეიზაჟისტი-ფოტოგრაფია. მას შემდეგ რაც ფოტოგრაფიაში მუშაობს, კერძოდ კი, უკვე 30 წელია, იგი გამუდმებით აკვირდება პეიზაჟებს. აკვირდება და იღებს. თუმცა, იღებს არაორდინალურად, რადგან პეიზაჟში პირველ რიგში, ვიაზუალური პოეზიის ნიშნებს ეძებს. ეძებს და პოულობს. და შემდეგ უკვე, ამ ნიშნების საფუძველზე საკუთარ ფოტოგრაფიულ პოეტიკას ქმნის, რომელიც მისი ხელწერის სავიზიტო ბარათი ხდება.

პეიზაჟების დიდი სერიებიდან, რომლებზეც მაიკლ კენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობს, იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ევროპაში თუ აზიის ქვეყნებში, ერთ-ერთი ყველაზე პოეტური შთამბეჭდავი სწორედ კლასიკური ფრანგული ბაღების სერიაა. ამ სერიაზე მუშაობას კენა 1980 წლიდან იწყებს.

დოკუმენტებიდან გამოსახულებამდე02.12.2008.
ვიდეოარტი, აკვარელი, ფერწერული სერია და ოჯახის ალბომი...

20 ნოემბერს 17:00 სთ-ზე თბილისის ისტორიის მუზეუმში იხსნება XX საუკუნის 80-იანი წლების ცნობილი ქართველი მხატვრის კოკა რამიშვილის გამოფენა "დოკუმენტებიდან გამოსახულებამდე".

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

კოკა რამიშვილი დაიბადა 1956 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, შემდეგ სწავლა განაგრძო ტალინში დიზაინის ინსტიტუტში და მოგვიანებით პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.

თბილისის ისტორიის მუზეუმში მისი პირველი გამოფენა 1987 წელს შედგა და მას მერე აქტიურად იღებდა მონაწილეობას თითქმის ყველა წამყვან, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაში.1999 წლიდან კოკა რამიშვილი ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, სადაც მიჰყავს მოძრავი გამოსახულების კურსი ჟენევის სამხატვრო აკადემიაში.

ქართული ღვინის საკეთილდღეოდ, "24 საათი"02.10.2008.
ეროვნულ მუზეუმში ქართული ღვინის კულტურის განვითარების შესახებ მსჯელობენ

გუშინ საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიამ ღვინის კულტურით დაინტერესებულ საზოგადოებას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი სტუმარი გახლდათ პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ანთროპოლოგიაში - პატრიკ მაკგოვერნი, რომელიც საქართველოს ღვინის ისტორიის ფონდის ეგიდით ეწვია.

"ღვინის ისტორიის ფონდი - საქართველო ღვინის სამშობლო" 2008 წელს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით დაფუძნდა. შეხვედრას ამიტომაც უძღვებოდნენ: ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - ჯემალ ინაიშვილი. მათი ინიციატივით დაარსებული ფონდის მიზანია ღვინის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევების, ღვინის წარმოების და მოხმარების კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყნის წარმოჩენა.

"შვიდი წლის წინ წავიკითხე უცხოენოვანი წიგნი "ღვინის ისტორია" და ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღვინის ერთ-ერთ სამშობლოდ აღიარების პრეტენზია. ამ საქმის განვითარების მიზნით, პირველად ორი წლის წინ ჩავატარეთ ღვინის კონკურსი, სადაც დეგუსტატორებად უცხოელი ექსპერტები მოვიწვიეთ. ჩვენ გვსურდა პროფესიონალების ობიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით გაგვეგო როგორი უნდა ყოფილიყო ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული ღვინო. მოგვიანებით ღვინის ისტორიის ფონდიც დავაარსეთ, რომელიც, ვფიქრობ, ქვეყანაში ღვინის ისტორიის ტურიზმსაც შეუწყობს ხელს. მომავალი წლიდან გვსურს გამოვცეთ ჟურნალი, სავარაუდო სახელწოდებით - "ღვინო და საქართველო", რომელშიც ღვინის ისტორიის გარდა, თანამედროვე მეღვინეობის მიმართულებებზეც ვისაუბრებთ. ასევე, ჩაფიქრებული გვაქვს თბილისში ღვინის ისტორიის მუზეუმი აშენება, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

იტალიის სამეცნიერო აკადემიის საპატიო ჯილდო, “24 საათი” 13.06.2008.

12 ივნისს რომში იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს იტალიიის სამეცნიერო აკადემიის (Accademia dei Lincei) საპატიო ჯილდო გადასცა. საერთაშორისო ჯილდო ქართველ მეცნიერს ანთროპოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭა.

დავით ლორთქიფანიძისათვის ეს მეოთხე დიდი აღიარებაა. 2007 წლის მაისში იგი ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრი გახდა. მეცნიერი დაჯილდოებული ჰყავს მონაკოს პრინცს და ასევე მიღებული აქვს "როლექსისპრემია.

საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორია სხვა არაფერია თუ არა რუსეთთან გაიგივებისაგან თავის დაღწევისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მცდელობა. ქართველმა მეცნიერებმა ამ მხრივ უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ევროპულ ორბიტაზე გასვლის საკითხში.

თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დმანისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის 1.8 მილიონი წლით დათარიღებულმა ნაშთებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

მეცნიერული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ჩვენთან აღმოჩენილი ჰომინიდის ნაშთები უძველესია აქამდე აღმოჩენილ ნებისმიერი ჰომინიდის ნაშთთა შორის, რომელიც აფრიკის კონტინენტს გარეთაა ნაპოვნი.

დავით ლორთქიფანიძისა და მისი კოლეგების კვლევები დმანისის აღმოჩენების შესახებ იმთავითვე მსოფლიოს ცნობილი გამოცემების ყურადღებს ცენტრში მოექცა და საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოდ აღიარეს. 









Events Calendar By TERMO
თებერვალი 2012
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29

[ << იანვარი | მარტი >> ]