|   ENG  

 
 
ლალი ჯავახიშვილი – 90, "24 საათი"10.06.2008.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ცნობილი არქეოლოგისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა გამართა.

ლალი ჯავახიშვილი ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის უმცროსი ვაჟი იყო. 1935-1939 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1940-1943 წლებში ამავე კათედრაზე აკადემიკოს შალვა ამირანაშვილთან გაიარა ასპირანტურის კურსი.

ეთნოგრაფიული მუზეუმი მეორე სიცოცხლისთვის ემზადება, ”24 საათი”10.06.2008.
საქართველოსა და ნორვეგიის მუზეუმებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

მემორანდუმი გაფორმებულია, ხელი მოწერილია, სამუშაოები კი უკვე მიმდინარეობს - ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებული საქართველოს კუთხეების მინი მოდელი ნორვეგიელმა სპეციალისტებმა უკვე გამოიკვლიეს და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყეს. ეს ყველაფერი კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნორვეგიის მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხდება.

ნორვეგიელების დახმარების პროგრამა რამდენიმე ეტაპს აერთიანებს. როგორც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე ამბობს, ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია ამ თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია და ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის დახმარება ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება.

უსიტყვო ომი და ეტიუდური სიცოცხლე, "24 საათი"07.06.2008.

ოტო დიქსის გამოფენა თბილისში გაიხსნა

საქართველოში ბევრი გამოფენა იმართება. ქართველების, არც ისე იშვიათად უცხოელების. მაგრამ ძალიან იშვიათია საერთაშორისო მასშტაბის ავტორების გამოფენები. ასეთი პროექტებისთვის გამართული მენეჯმენტი და საიმედო კავშირებია საჭირო. ხშირად კი ერთიც გვაკლია და მეორეშიც მოვიკოჭლებთ.


მარადიული ცეცხლი, “24 საათი”17.05.2008.

საქართველო ხომ იმ იშვიათი გამონაკლისის ქვეყანაა, სადაც ებრაელების მიმართ ყოველთვის კეთილსა და მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. ქართველმა ებრაელებმა საუკუნეების მანძილზე სათუთად ატარეს და დღემდე შემოინახეს თავიანთი რელიგია და ზნე-ჩვეულებები. ისინი მტკიცედ იცავდნენ მოსეს მცნებებს, განსაკუთრებით კი მეორე მცნებას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ აკრძალული ჰქონდათ გამოსახულების შექმნა, რამაც უფრო მეტად ცერემონიალური ხელოვნების განვითარება განაპირობა.

წელს, საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 75 და ისრაელის სახელმწიფო დამოუკიდებლობის მე-60 წელი აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გადაწყვიტა მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში და ისტორიის მუზეუმში საიუბილეო გამოფენა მოაწყო.


ეროვნული გალერეა - ეროვნული მუზეუმის პროექტი, “24 საათი”17.05.2008.

ადამიანები ვისთვისაც ხელოვნება დღეს არის უპირველესი, ვისთვისაც სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება თუ მათი ადგილი საზოგადოებაში დღეს არ გახდა ხილვადი. ისინი მართლებიც არიან. კულტურა, მისი სივრცე დღეს უნდა ივსებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუზეუმს და მთელს კულტურულ მემკვიდრეობას იდეურად, დღეს თუ არა ხვალ მაინც, გარდაცვალება ემუქრება.

საუბარი გახლდათ მშვიდი და ინფორმაციულად საკმაოდ სავსე, მაგრამ არა იოლი. ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს და მასთან ერთად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს საფუძვლიანი იმედი უნდა ჩაესახათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი ხანია სახელმწიფო სტრუქტურებს ეჭვის თვალით უმზერენ. მით უფრო მაშინ, როცა საქმე ერთადერთ სახელმწიფო საგამოფენო სივრცეს, ერთადერთ ღია სცენას - ეროვნულ გალერეას ეხება. ეს თემა უკვე კარგა ხანია რაც ღიმილს იწვევს. და მაინც, მუზეუმის ძალიან ორგანიზებულმა შეხვედრამ და პროექტმა, რომელიც ვერბალურად და ვიზუალურად ხილვადი გახდა სერიოზულ განწყობას იმსახურებდა. ასეთი განწყობითაც ისმენდნენ. დეტალური განხილვა კიდევ იქნება, მაგრამ ის რაც მხატვრებს უთხრეს და ის, რისი პირობაც დაიდო ნებისმიერი მათგანისთვის მისაღები და საინტერესო გამოდგა.






Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]