| ერთი მუხით დაწყებული ისტორია, "24 საათი" | 13.05.2008. |
| სიყვარულის ქალაქში საუკეთესო ღვინოები გამოავლინეს, "24 საათი" | 13.05.2008. |
საქართველსო სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით 2006 წელს "ღვინის ისტორიის ფონდი-ღვინის სამშობლო" დაფუძნდა. ფონდის მიზანია ღვინის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყნის წარმოჩენა. ნაციონალური ღვინის კონკურსი მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. | ეროვნული მუზეუმის ახალი სვლები , "24 საათი" | 02.05.2008. |
ესპანეთის სამეფოს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კიდევ ერთ ძალიან შთამბეჭდავ გზას ხსნის და ამ მიმართულებით სხვა უკვე განხორციელებულთა პარალელურად კიდევ არაერთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას აპირებს. ეროვნული მუზეუმის და შესაბამისად მისი სახით საქართველოს ურთიერთობა ესპანეთის სამეფოს პირველ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან. გუშინ საღამოს გაფორმებული ხელშეკრულებით არ დაწყებულა, თუმცა მუზეუმსა და ესპანეთის სხვადასხვა სამეცნიერო თუ კულტურულ ინსტიტუციებს შორის არსებულ თანამშრომლობას საზოგადოებისა და მედიისთვის ნათელი სწორედ გუშინ მოეფინა. 1 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ მეტად საპატივცემულო სტუმრებს უმასპინძლა. უპირველესად ესპანეთის სამეფოს წარმომადგენლობას, კონკრეტულად სორიას ჰერცოგთა ფონდის წარმომადგენლებს, მის პრეზიდენტს რაფაელ ბენხუმეას, მათთან ერთად კი ეროვნული მუზეუმის ერთგულ გულშემატკივართ, პოტენციურ მეცენატებს კულტურის სფეროში და უბრალოდ, ქვეყანაში მიმდინარე კულტურის პოლიტიკის დინებათა დამკვირვებელთ. | მუზეუმის მეგობრები, “24 საათი” | 19.04.2008. |
თუ დღემდე ქართულ სინამდვილეში ბევრმა არც კი იცის ვინ არიან ვოლუნტიორები, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ამ კატეგორიის ადამიანებს ფართო ასპარეზი დაუთმო და ამიერიდან საზოგადოებაში ისინი ადგილს სწორედ ამ გზით დაიმკვიდრებენ.საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უკვე მესამე წელია ე.წ. მოხალისეების კლუბი დამკვიდრდა. მოხალისეები, ან როგორც მათ მთელს მსოფლიოში ეძახიან, - ვოლუნტიორები, წარმოადგენენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ვინც მზად არის გარკვეული საქმიანობა გასწიოს მუზეუმის დასახმარებლად. | საიუბილეო გამოფენა, | 31.03.2008. |
ქართული პლაკატი 50 წლის შემდეგ29 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმში ქართული პლაკატის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა, რომელიც მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის II დეკადის 50 წლისთავს მიეძღვნა. როგორც ცნობილია დეკადა 1958 წელს მოსკოვში ჩატარდა და მასზე წარმოდგენილ შემოქმედების ყველა დარგს – თეატრს, კინოს, კლასიკურ თუ საესტრადო მუსიკას, ლიტერატურას, მხატვრობას, ფოლკლორს დიდი წარმატება ხვდა წილად.
|