|   ENG  

 
 
ანტიკური საბერძნეთი, "24 საათი"31.03.2008.
მითები და ლეგენდები ქართველი მხატვრების შემოქმედებაშისაბერძნეთისა და საქართველოს ურთიერთობებს, რომ მრავალსუკუნოვანი ისტორია აქვთ ეს უკვე უცხო არავისთვის არ არის. ეს კავშირები უძველესი დროიდან განსაზღვრავდნენ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას, რაც მნიშვნელოვან წილად კულტურაშიც აისახება. ანტიკური საბერძნეთის მითები და ლეგენდები კი სწორედ ის სამყაროა, რაც ყოველთვის მთელი კაცობრიობისთვის ძალიან აქტუალური და ძლიერია.

ქალები და კაცები, მაგრამ არავითარი სექსი, “24 საათი”23.03.2008.

"გენდერი" მაშინ, როცა დედა სამშობლო გვეძახის

დემოკრატიული ფასეულობების განვითარების წინაპირობაა საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი პირობების შექმნა, განურჩევლად მისი სქესობრივი, ეროვნული, რელიგიური თუ სოციალური სტატუსისა. ასე ხშირად იწყებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი გენდერულ საკითხებზეა.

ამჯერადაც ასე დაიწყო, მაგრამ არა მხოლოდ საუბარი... საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგვიდგენს გამოფენას სახელწოდებით "ევოლუციური გენდერი". ექსპოზიციაც და ტექსტიც, რომელიც ამ გამოფენის კურატორმა ხელოვნებათმცოდნე ქალბატონმა ნინო გედევანიშვილმა წარმოგვიდგინა ქართული ვიზუალური კულტურის კვლევაა, გენდერული ბალანსის ხასიათისა და მახასიათებლების ძიებაა, რომელიც ერთობ საინტერესო ეტაპებს - XX საუკუნის დასაწყისსა და გასაბჭოების შემდგომ პერიოდს მოიცავს.
 

მე მას ვერავის შევადარებ, “24 საათი”21.03.2008.

მე ლამაზი ადამიანების ხატვა მიყვარს

მის სახელოსნოში ყოველდღე იბადებოდა ახალი ხაზი, ფერი, ნახატი, კომპოზიცია, სურათი. იგი სსრ კავშირის სახალხო მხატვარი, სოციალისტური შრომის გმირი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე შემოქმედებითი გეგმებითა და ენერგიით იყო სავსე. დღეს ლადო გუდიაშვილის 112 წლის იუბილეა. 


ფიროსმანის გამოფენა საფრანგეთში, "24 საათი"11.02.2008.

ფიროსმანის ექსპორტი პიკასოს სანაცვლოდ

ქართული კულტურა რომ მრავალფეროვანია, ეს უდაოა. უამრავი ღირებულების მატარებელნიც რომ ვართ, არც ეს არის ვინმესთვის უცხო. გასაკვირი არ უნდა იყოს ისიც, რომ ქართული კულტურითა და შემოქმედებით უამრავი უცხო ქვეყანა ინტერესდება. ეცნობიან მას როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში. შესაბამისია დამთვალიერებელთა განწყობაც, რომლებიც საკუთარი თვალით ნახულობენ საქართველოს განძსა და კულტურულ შესაძლებლობებს. ბოლო პერიოდი კი ამ მხრივ კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული ხელოვნებისათვის. ამას ისიც ადასტურებს, რომ 6 თებერვალს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეებს საქართველო და საფრანგეთი წარმოადგენს. მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და იონის მხარის დეპარტამენტს შორის სამუზეუმო ექსპონატების დროებით სარგებლობის მუხლებს მოიცავს. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან თავად სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერა, საფრანგეთის წარმომადგენელი კი იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი, სენატორი ანრი დე რენკური იყო.


პიკასო ფიროსმანის სამშობლოს ესტუმრება, "კვირის პალიტრა"11.02.2008.

იმედია, მალე ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს...

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ფრანგი სტუმრები და ქართველი მასპინძლები შამპანურს აგემოვნებდნენ, გზას ულოცავდნენ პროექტს, რომელსაც ეს-ესაა, მოაწერეს ხელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საფრანგეთის ქალაქ იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა, სენატორმა ანრი დე რენკურიმ. “ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამსო”, - ამბობენ ფრანგები. ამ შემთხვევაში რისკი რა სახსენებელია, როცა მსგავსი პროექტი მართლაც ზედმიწევნით დაცულია - 2008 წლის 31 აგვისტოდან 11 ნოემბრამდე საფრანგეთის ქალაქ ვეზელის ზერვოსის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. სანაცვლოდ კი 2009 წელს საქართველოში, სიღნაღში პაბლო პიკასოს გრავიურები გამოიფინება. სადაზღვევო თანხა - 20.900.000 დოლარია.






Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]