|   ENG  

 
 
ეროვნული მუზეუმი – კულტურა და პოლიტიკა, “24 საათი”24.01.2008.

ნაწილი II  

ეროვნული მუზეუმი გასულ წელს სხვადასხვა ნიშნით გახლდათ საინტერესო მოვლენები ავტორი. საერთაშორისო ექსპოზიციები:  მედეას ოქროახალი აღმოჩენები საქართველოდან” - ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმების ანტიკური კოლექციების ალტეს მუზეუმი. ~ოქროს საწმისის ოქრო - საქართველოს საგანძური~ - ნიცა, კენზოს მუზეუმი და პარიზი, ფულის მუზეუმი. ~ანტიკური ვანის ოქროს სამარხები - “The Golden Graves of ancient Vani” ვაშინგტონი, არტურ .საკლერის გალერეა - სმითსონის ინსტიტუტი. ნიკო ფიროსმანის გამოფენა სტამბულის `პერა~ მუზეუმში. ეროვნული მუზეუმის სათაურქვეშ რამდენიმე მეტ-ნაკლებად კარგად ორგანიზებული, მაგრამ მაინც საინტერესო ექსპოზიციები ვიხილეთ თბილისშიც: `XII-XIX საუკუნის ქართული ნაქარგობის~ გამოფენა, გერმანელი მხატვრის გერხარდ რიხტერის ნამუშევრების გამოფენა `ჩემი სურათები ჩემზე ჭკვიანია~, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო გამოფენა. ეროვნულ მუზეუმს უკავშირდება ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებიც. 2007 წლის აგვისტოში ვანის ნაქალაქარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ უნიკალურ განძს მიაკვლია. აღმოჩენილია ელინისტური ეპოქის (ძვ.. II-I სს) იშვიათი მხატვრული ღირებულების სარიტუალო ბრინჯაოს ნივთები. ამ აღმოჩენისა და საერთაშორისო ექსპოზიციების წყალობით ქართული სამუზეუმო გაერთიანებამ 2007 წელს მსოფლიოს წამყვანი მედია გამოცემების მოწინავე გვერდები ისევ დაიკავა.  


ქართველი არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენები მსოფლიომ გაიცნო, 21.01.2008.
ვანის საგანძურის ექსპოზიცია ყველა ქართველმა და ჩვენი ქვეყნის სტუმარმა დიდი ინტერესით დაათვალიერა. მას შემდეგ რაც ნანახით მიღებული უდიდესი შთაბეჭდილებით მეორედაც ვეწვიე მუზეუმს, შევამჩნიე რომ არანაკლებ საინტერესო იყო იმ ხალხზე დაკვირვება, ვინც სახეშეცვლილი მისჩერებოდა გამოფენილ სამკაულებს. ეს იყო სილამაზით, ესთეტურობითა და დიდი ხელოვნებით მიღებული შოკი, რომლის წინაშე უძლურები იყვნენ ყველაზე ბევრის მნახველი პროფესიონალებიც კი. იმ წუთში მომინდა, რომ რუსთაველის პროსპექტი და ჩვენი ისტორიის მუზეუმი დედამიწის ცენტრში აღმოჩენილიყო. ყველას ენახა ჯერ ჩვენი განძი და მერე ის სახეები, მე რომ ვხედავდი. სწორედ ეს არის ხელოვნება, რომელიც ყველა ჯურისა და სხვადასხვა ინტელექტის მქონე ადამიანს ერთნაირად ქედს ახრევინებს... "ამათ სანახავად საქართველოში ფეხით ჩამოსვლაც კი ღირსო", - დინჯად უთარგმნიდა ჩემთან ახლოს მდგომი თარჯიმანი ფრანგულად ნათქვამ სიტყვებს რამდენიმე მეცნიერს... ეს ნივთები, ჩვენი შორეული წინაპრის მართლაც ოქროს ხელებით შექმნილი და ათასწლეულობით მიწის საფარს ქვეშ მოყოლილი, დანაშაული იქნებოდა მსოფლიოს არ ენახა...

ეროვნული მუზეუმი - კულტურა და პოლიტიკა, "24 საათი"12.01.2008.

ნაწილი I 

თანამშრომლობა მისთვის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. სერიოზულად უდგება ურთიერთობას არა მხოლოდ კოლეგებთან და ბიზენს წრეებთან, არამედ შემფასებელთან, მედიასთან. შესაბამისად, შეხვედრა დავით ლორთქიფანიძესთან არასდროს შემოიფარგლება კონკრეტული და მშრალი გასაუბრებით.


ნაცნობი პეიზაჟები ხელოვნების მუზეუმში, "24 საათი"05.01.2008.
გუშინ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მოეწყო ყველასთვის საყვარელი მხატვრის ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი რამ გვსმენია. ამბობენ, რომ გამოფენებს ხშირად საკუთარ სახელოსნოში აწყობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელოსნო, რომელშიც მხატვარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, სახლ-მუზეუმად იქცა.


 


კოლხური საგანძური ევროპიდან ამერიკაში, "24საათი"17.12.2007.

საქართველოს ევროპული წარმომავლობა მსოფლიომ ხელმეორედ აღმოაჩინა

პარიზი, ბერლინი, ნიცა... ეს ის ქალაქებია, სადაც ქართული კულტურის დღეები გაიმართა და დამთვალიერებელს საშუალება მიეცა უკეთესად გასცნობოდა იმ ქვეყნის კულტურას, რომელიც აქამდე, რატომღაც, ყურადღების მიღმა დარჩა და მხოლოდ უკანასკნელ წლებში მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. ევროპის წამყვან ქალაქებში, ყველაზე ცნობილ მუზეუმებში მასშტაბური გამოფენები უკვე ბევრს მეტყველებს.

ინტერესი უფრო მეტად იზრდება, კოლხურმა ოქრომ კი დიდი ევროპიდან ამერიკაში გადაინაცვლა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცა საშუალება გასცნობოდა მნიშვნელოვან საგანძურს.






Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]