| პეტრე ოცხელი – 100, "24საათი" | 06.12.2007. |
2 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ პეტრე ოცხელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენას. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით. პროექტის ავტორები არიან ლელო ჭიჭინაძე, მერი მაცაბერიძე. | ‘მინდა, ეს გამოცდა თქვენთან ერთად ჩავაბარო’ , "24 საათი" | 21.11.2007. |
პრეზიდენტი კულტურის სფეროში ინვესტირებას იწყებს "მთავარი, რისთვისაც მე თქვენთან მოვედი, არის ის, რომ იცოდეთ - სახელმწიფო თქვენი მოკავშირეა. ჩვენ ვქმნით საქართველოს ახალ ოქროს ხანას და მინდა, ეს გავაკეთოთ ყველამ ერთად - განსაკუთრებით იმ ხალხმა, ვინც ძველი ოქროს ხანის სპეციალისტები ხართ," - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ეროვნულ მუზემში მისულ მეცნიერებსა და სამუზეუმო დარგის სპეციალისტებს მიმართა. "ხელისუფლებამ, რომელსაც ეკლესიების ნგრევაში სდებენ ბრალს, 300 ძეგლი აღადგინა და კიდევ უფრო მეტს აღადგენს. ეს ბრალდებები არის ვიღაცების მიერ მოგონილი ტყუილის ფაბრიკა," - აღნიშნა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა ქართული მედიის მიმართ, რომელიც პოზიტიურ ფაქტებს ნაკლებად აშუქებს.პრეზიდენტის თქმით, მომავალი წლიდან მუზეუმების დაფინანსება, ისევე როგორც მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასები, სამჯერ გაიზრდება. | ხის რესტავრაციის ვორქშოპი, "24 საათი" | 13.11.2007. |
უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომლებიც ხალხში ჯერ კიდევ არსებობს2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხის რესტავრაციის ვორქშოპი მოეწყო. ვორქშოპის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, UNESCO, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS) და ხელოსნობის განვითარების ნორვეგიული სააგენტო იყვნენ. ხის რესტავრაციის ვორქშოპი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდმა დააფინანსა. | სიღნაღი - ტურიზმის დედაქალაქი, "24 საათი" | 13.11.2007. |
დღეს სიღნაღში პირველი ულტრათანამედროვე სტანდარტების მუზეუმი იხსნება ბოლო პერიოდში საქართველოში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ბუნებრივია, რომ უძველესი კულტურის და მდიდარი წარსულის მქონე პატარა სახელმწიფოს განვითარების თავისებური ხერხები გააჩნია. მით უფრო, თუ ეს ტურიზმთან და ქვეყნის კულტურულ წარსულთან არის დაკავშირებული.საქართველოს აღმოსავლეთით, კახეთში, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქ სიღნაღში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. მთლიანად იცვლება ქალაქის ინფრასტრუქტურა. მალე ქიზიყის ცენტრი ქართული ტურიზმის აკვნად იქცევა. იქ კი, სადაც ტურიზმი ვითარდება, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს კულტურული ფასეულობები. ამისათვის კი არსებობს მუზეუმი.დღეს საქართველოში ახალ ტურისტული ქალაქი სიღნაღი იხსნება, ამასთან ერთად იხსნება პირველი ულტრათანამედროვე სტანდარტების მუზეუმი, რომელიც სიღნაღის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად იქცევა, როგორც ადგილობრივი, ისე ჩასული სტუმრებისათვის. მუზეუმის მოწყობა და ექსპონატებით შევსება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობას დაევალა. მუზეუმის მოწყობაში აქტიურად იყო ჩართული ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც თავად ადევნებდა თვალყურს სიღნაღში მიმდინარე სამუშაოებს, შესაბამისად, ბატონი დავითი ხშირი სტუმარი გახლდათ იმ ქალაქისა, რომელიც დღეს გახსნას ზეიმობს. | უძველესი ჰომინიდები დმანისში, "24 საათი" | 13.11.2007. |
დმანისის აღმოჩენები საყოველთაოდ ცნობილია ყველასთვის და ყოველთვის მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. დმანისის აღმოჩენებს კაცობრიობის ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ევრაზიის უძველეს ადგილას, რომელიც მეცნიერული გამოთვლებით მილიონ 800 ათასი წლისაა, ცოტა ხნის წინ ჰომიდორის ნაშთები იქნა აღმოჩენილი. მეცნიერული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოში აღმოჩენილი ჰომინიდის ნაშთები, აქამდე აფრიკის კონტინენტის გარეთ ნაპოვნ ნებისმიერ ჰომინიდის ნაშთთა შორის უძველესია. დმანისელი ჰომინიდები ბევრად უფრო პატარები აღმოჩნდნენ, ვიდრე მეცნიერებს წარმოედგინათ.
|