| წარსულის მოგონება და წინ გადადგმული ნაბიჯები, "24 საათი" | 13.11.2007. |
12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სესია გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს.მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წლის 27 აპრილს დაარსდა და მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაიაა. როგორც ცნობილია 1922 წლიდან მან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო გეგმის განხორცილება. | ჰომინიდების ისტორია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, "24 საათი" | 13.11.2007. |
ვინ ვართ და საიდან მოვდივართ ადამიანები, რა დრო გვაშორებს დასაბამს და სად არის საწყისი პირველი ადამიანისა? ეს ჩვეულებრივი კითხვებია, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს გაუჩნდეს, პასუხის მოძებნა კი უბრალო მიზეზის გამო გაუჭირდეს, მიზეზი აზრთა სხვადასხვაობაში მდგომარეობს. არსებობს სხვადასხვა ვერსია ჰომინიდების წარმოშობის შესახებ.საქართველოს ეროვნული მუზეუმი სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ლექციებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები უძღვებიან და მსმენელებს საინტერესო ინფორმაციას აწვდიან სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენების შესახებ.უკანასკნელი სტუმარი, რომელმაც ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექცია გამართა, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მკვლევარი ლორენცო რუკია. იგი აქტიური მონაწილეა საქართველოში დმანისისა და ეთიოპიაში ერითრიას გათხრებისა. | ბოლნისში ნეოლითური ნასახლარები აღმოაჩინეს, "24 საათი" | 13.11.2007. |
ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში გერმანელმა და ქართველმა არქეოლოგებმა რეგიონში უძველესი, ნეოლითის ხანის ნასახლარები აღმოაჩინეს, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 ათასწლეულით თარიღდება.არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი და ქართველი მეცნიერების 18-კაციანი ჯგუფი აწარმოებს. ინიციატივა და დაფინანსება გერმანელებს ეკუთვნით. გერმანულ ექსპედიციას გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, პროფესორი სვენ ჰანსენი ხელმძღვანელობს. | მსუბუქი კამერა და ახალი რაკურსი, "24 საათი" | 13.11.2007. |
ბაუჰაუზის ფოტო "ქარვასლაშია" ორი დღეა, რაც თბილისის ისტორიის მუზეუმში, შეიძლება ითქვას, უნიკალური ფოტო-ექსპოზიციაა გამოფენილი: ბაუჰაუზის სკოლა მთელი ბრწყინვალებით და მრავლისმომცველი ექსპოზიციით, რომელიც 29 ავტორის 124 ნამუშევარს აერთიანებს.ყველაფერი მათთვის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და იქ დასრულდა, სადაც ახალი ომი კრეფდა ტემპს. სამაგიეროდ ეს დრო საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ამ ქალაქში მიმდინარე პროცესებზე დიდხანს ესაუბრათ, ძალიან შორსაც კი, სულ სხვა ფრონტზე და თანაც ომის შემდეგ, რკინის ფარდებს მიღმა.გუშინ გამოფენაზე არაერთი აღნიშნავდა გაკვირვებით, თუ რატომ არის ყველა ავტორის ნამუშევარი სხვადასხვაგვარი, მაგრამ ერთნაირად საინტერესო და ძალიან კარგი. მაგრამ იქვე იყო ერთ-ერთის პასუხი: ალბათ იმიტომ რომ, შეიკრიბნენ ყველაზე მაგრები. | ბაუჰაუზის ფოტოგრაფია თბილისის ისტორიის მუზეუმში, "24 საათი" | 13.11.2007. |
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით გოეთეს ინსტიტუტმა კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. 2 ოქტომბერს ქარვასლაში გაიხსნება გერმანული ფოტოხელოვნების გამოფენა "ბაუჰაუზის ფოტოგრაფია", სადაც თავმოყრილი იქნება ორმოცზე მეტი ფოტოგრაფის 124 ნამუშევარი. პირველი მსოფლიო ომის დასასრულიდან მეორეს დაწყებამდე არქიტექტორ ვალტერ გროპიუსის მიერ ვაიმარში დაფუძნებული ბაუჰაუზი გერმანიაში ავანგარდული ხელოვნების აკადემიურ ცენტრად იქცა. სასწავლებელში ერთმანეთს ორგანულად ერწყმოდა ხელოვნება, ხელობა და გამოყენებითი, ინდუსტრიული დიზაინი. ბაუჰაუზი ცალკე ეპოქაა გერმანული ხელოვნების განვითარებისა.
|