|   ENG  

 
 
ვანში უნიკალურ განძს მიაკვლიეს, "კვირის პალიტრა"13.11.2007.
ვანის ნაქალაქარში უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ჩვეული ვართ, მაგრამ წლევანდელი მაინც გამორჩეულია, რადგან მსგავსი რამ მსოფლიოში იშვიათად თუ აღმოუჩენია ვინმეს. შესაძლოა, ეს აღმოჩენა პრეცედენტადაც იქცეს, მაგრამ ვიდრე მეცნიერები კვლევასა და მუშაობას განაგრძობენ, მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ.
ერთი რამ ფაქტია, აღმოჩენით დაინტერესდნენ უცხოელი მეცნიერებიც, ჯერ მხოლოდ ისინი, ვინც ამ ზაფხულს საქართველოს სტუმრობდა, სულ მალე კი სამეცნიერო წრეები ოფიციალურადაც შეიტყობენ ამ აღმოჩენის შესახებ, რასაც სავარაუდოდ, დიდი რეზონანსი მოჰყვება.

არქეოლოგიური გათხრები დმანისში, "24 საათი"13.11.2007.

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გამომცემლობა "დიოგენეს" ერთობლივი პროექტი, რომელსაც საფუძველი 2007 წლის მაისში ჩაეყარა, დმანისში 30 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა ბოლო წლებში აქტიურად გამოსცემს სასკოლო სახელმძღვანელოებს.
წელს გამოიცა მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომლის გამოცემისთანავე ბავშვების წახალისების მიზნით პროექტის ფარგლებში დაწესდა კონკურსი, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის მეათე კლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა, ორგანიზატორების მიზანი იყო გამოევლინათ საუკეთესო თემისა და მომზადებული ვიდეომასალის ავტორი ბავშვები და მათი პედაგოგები.


უნიკალური აღმოჩენა ვანში, "24 საათი"13.11.2007.
ვანის ნაქალაქარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ უნიკალურ განძს მიაკვლია;
აღმოჩენილია ელინისტური ეპოქის (ძვ.წ. II-I სს) იშვიათი მხატვრული ღირებულების სარიტუალო ბრინჯაოს ნივთები - სასაკმევლე და ჭრაქები, შემკული სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟებისა და ცხოველების გამოსახულებებით, რკინის ორი კანდელაბრი და ორასამდე რკინის შუბისპირი.

ფიროსმანი და “ქართული სეზონი” პერა-მუზეუმში, "24 საათი"13.11.2007.
ნიკო ფიროსმანი, ადამიანი რომელმაც ჭიქა არაყად მოხატა თბილისი, უკანასკნელი სახსრებით შეძენილ ტილოებზე გადაიტანა ქალაქური ამბები, საოცარი ფერებით შექმნა შედევრები... ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში არ აღიარეს, თუმცა “მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა...”
დღეს ფიროსმანის 35 ნამუშევარი თურქეთში, ქ. სტამბულის ერთ-ერთ უნიკალურ მუზეუმშია გამოფენილი.
მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპის წამყვან ქვეყნებში, საქართველოს თვითმყოფადობისა და მრავალფეროვანი კულტურის წარმოსაჩენად შემუშავებული იქნა პროექტი “ქართული სეზონი,” რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ფიროსმანის ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა.
41 400 000 აშშ დოლარად შეფასებული ტილოები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

სტამბოლმა ფიროსმანს უმასპინძლა, "24 საათი"13.11.2007.
ყოველთვის ვღელავთ, როცა საქართველოს ეროვნული განძი ქვეყნის გარეთ გადის, ალბათ იმიტომ, რომ უცხოეთში გატანილი არაერთი რარიტეტი დაგვიკარგავს (საუბარია არა გამოფენებზე, არამედ კერძო პირების მიერ გატანილ განძზე, გავიხსენოთ თუნდაც სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერები), მაგრამ აუცილებელია გავიგოთ, რომ კულტურას საზღვრები არ აქვს და საქართველოს მუზეუმებში გამოკეტილ განძეულს აუცილებლად ესაჭიროება პოპულარიზაცია ჩვენივე ქვეყნისა და კულტურის ხვალინდელი დღისთვის.
ცოტა ხნის წინ სტამბოლის პრესტიჟულ პერა-მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა, რასაც დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები - ფიროსმანის 35 ნამუშევარი - 41.400.000 დოლარად არის დაზღვეული. გამოფენაზე წარდგენილია მხოლოდ ის ნამუშევრები, რომელთა ტრანსპორტირებაც შესაძლებელი იყო.





Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]