|   ENG

 
 
გიორგიწმინდას დარბაზული სახლი სრულად აღდგენილია07.07.2010.

  ა.. 9 ივლისს 17.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე . ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოგიდგენთ გიორგიწმინდას აღდგენილი სახლის პრეზენტაცია.

გიორგიწმინდას დარბაზული სახლი 1974 წელს კახეთიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში იქნა გადმოტანილი. წლების განმავლობაში მას მრავალმხრივი დაზიანება გაუჩნდა. 

2007 წელს დაიწყო იუნესკოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივი პროექტი. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია”.


მსტისლავ დობუჟინსკი - “ძველი ლიტვა” 05.07.2010.

 6 ივლისი - 20 აგვისტო

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლიტველი მხატვრის მსტისლავ დობუჟინსკის (1875-1957) ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებითძველი ლიტვა”.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლიტვის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული . დობუჟინსკის 38 გრაფიკული და . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 3 ნამუშევარი.

 დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ლიტვის პეიზაჟების, ქალაქის ქუჩების, სახლებისა და ტაძრების ამსახველი ნამუშევრები. ასევე ეროვნულ მუზეუმში დაცული წიგნის და აფიშების ილუსტარციები.

გამოფენა "ქართველი ებრაელები - მათი ისტორია და კულტურა"05.07.2010.

 8 ივლისი – 25 აგვისტო

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით “ქართველი ებრაელები _ მათი  ისტორია და კულტურა”.გამოფენა  ეძღვნება  იერუსალიმის ბენ ცვი ებრაული ინსტიტუტის მერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას “ქართველი ებრაელები - მათი  ისტორია და კულტურა”.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში,  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მცხეთის მუზეუმში დაცული ასზე მეტი ქართველ  ებრაელთა  უძველესი  ისტორიის  და  კულტურის  ამსახველი     მატერიალური კულტურის ძეგლები, ესენია: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ეროვნული სამოსი, ფოტოები, სკულტო-რელიგიური და სხადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.


პირველი ევროპელი მოზარდის მულაჟი - დმანისის მუზეუმში30.06.2010.

f

27 ივნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დმანისის მუზეუმში საზოგადოებას წარუდგინა დმანისში აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ მოზარდის რეკონსტრუირებული ფიგურა.

2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის ნაშთებმა ფრანგ მოქანდაკეს ელისაბედ დენისს საშუალება მისცა შეექმნა მოზარდის სხეულის სრული მულაჟი.


გერმანულ-ქართული დაძმობილების პროექტი “საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა”16.06.2010.
  

2010 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იწყება პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა”, რომელიც ევროკავშირის ENPI (ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის პროგრამის ინსტრუმენტის) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 ეს არის ინსტიტუციური დაძმობილების/ტვინინგ პროექტი (Twinning Project).

დაძმობილება/ტვინინგი არის თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის და დახმარების მიმღები ქვეყნის საჯარო სამსახურებს შორის პროგრამის ერთობლივად განხორციელებას. მისი მიზანია, დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში. ტვინინგის ინსტრუმენტით ხდება უწყებების მოდერნიზება, ტრეინინგების, რეორგანიზაციის და კანონმდებლობების განვითარების გზით. 





Events Calendar By TERMO
ივლისი 2010
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

[ << ივნისი | აგვისტო >> ]