ვაშინგტონისა და ნიუ იორკის გამოფენებზე ექსპონირებული იქნა 83 ოქროს, 57 შერეული მეტალისა და სხვა მასალისაგან დამზადებული ნივთი, მათ შორის ვანის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი ძვ. წ. II საუკუნით დათარიღებული ჭაბუკის ტორსი.
არტურ საკლერის გალერეაში გამოიფინა კოლხური ცულები, მცირე ზომის ქანდაკებები, საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები, სამკაული, მონეტები, ბალთები.
გამოფენების ორგანიზატორები არიან: ლეონ ლევის ფონდი, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საელჩო აშშ, კანადასა და მექსიკაში.
http://www.asia.si.edu/exhibitions/online/Gold/default.html
http://www.nyu.edu/isaw/exhibitions/vani/highlights.html