|   ENG

 
 
გერმანულ-ქართული დაძმობილების პროექტი “საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა”16.06.2010.
  

2010 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იწყება პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა”, რომელიც ევროკავშირის ENPI (ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის პროგრამის ინსტრუმენტის) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 ეს არის ინსტიტუციური დაძმობილების/ტვინინგ პროექტი (Twinning Project).

დაძმობილება/ტვინინგი არის თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის და დახმარების მიმღები ქვეყნის საჯარო სამსახურებს შორის პროგრამის ერთობლივად განხორციელებას. მისი მიზანია, დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში. ტვინინგის ინსტრუმენტით ხდება უწყებების მოდერნიზება, ტრეინინგების, რეორგანიზაციის და კანონმდებლობების განვითარების გზით. 

ეს პროგრამა ათწლეულზე მეტია არსებობს და დიდი წარმატება ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირის წევრი სახელწიფოები გახდნენ. პროგრამა აღმოჩნდა ეფექტური ინსტრუმენტი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.   

ეს პროგრამა ათწლეულზე მეტია არსებობს და დიდი წარმატება ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირის წევრი სახელწიფოები გახდნენ. პროგრამა აღმოჩნდა ეფექტური ინსტრუმენტი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 ტრადიციულად  ტვინინგის პროექტები ისეთ სფეროებში ხორციელდება, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, სამოქალაქო ავიაცია, საზღვრების დაცვა,  და სხვა.

დაძმობილების/ტვინინგის პირველი პროექტი საქართველოში 2009 წელს დაიწყო და ის უმაღლესი განათლების რეფორმას უკავშირდება. კულტურის სფეროში ტვინინგ პროექტის პირველი გამარჯვებული საქართვეოლოს ეროვნული მუზეუმია. მისი პარტნიორი ევროკავშირის მხრიდან არის _ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები.  პროექტის ადმინისტრირებას ახდენს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ).  

პროექტის მიზანია: საქართველოს ეროვნული მუზეუმის  ინსტიტუციური გაძლიერება, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სისტემური დანერგვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში. პროექტი ხელს შეუწყობს მუზეუმის ინსტიტუციური მოწყობის დახვეწას, მის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას. ეს უნიკალური შესაძლებლობა დაეხმარება ეროვნულ მუზეუმს, რომ განახორციელოს მისი მთავარი მისია _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შესწავლა, პოპულარიზაცია და ამ გზით ქვეყანაში კულტურის ტურიზმის განვითარება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 2005 წელს დაწყებული სამუზეუმო რეფორმის ბოლო ეტაპი, მომზადდება უმაღლესი სტანდარტების რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის პროექტი. 

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოკუსი არის თბილისში სამუზეუმო ქუჩის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ბერლინელ პარტნიორებს დიდი გამოცდილება აქვთ. ბერლინის მუზეუმების კუნძული, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდინარე შპრეეს განშტოებით შექმნილ კუნძულზეა გაშენებული, სახელოვნებო უბანის საუკეთესო მაგალითია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მუზეუმები დამთვალიერებელს მაღალი კლასის გამოფენებს სთავაზობენ, კოლექციები სანიმუშოდაა დაცული და კულტურის სფეროს დაწესებულებებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში.

 

ბერლინის მუზეუმების კუნძული UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

 თბილისის მუზეუმების ქუჩის განვითარების პროექტი სწორედ იმ მაღალი სტანდარტებით განხორციელდება, რისი გამოცდილებაც აქვთ გერმანელ სპეციალისტებს პროექტის ლიდერეი არიან: გერმანული მხრიდან პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი პროფესორი ჰერმან პარცინგერი, საქართველოს მხრიდან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი პროფესორი დავით ლორთქიფანიძე.  აღსანიშნავია აგრეთვე, რომ პროექტში ჩართულ გერმანელ ექსპერტები 1990-იან წლებში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ გერმანიის მუზეუმების დასავლური მართვის სისტემაზე გადმოყვანაში. პროექტის ხანგრძლივობაა 20 თვე.  

დაძმობილების პროექტს ახორციელებენ: ევროკავშირის მხრიდან _ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები. საქართველოს მხრიდან _ საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პროექტის ადმინისტრირებას ახდენს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ).  



Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]