|   ENG

 
 
მსტისლავ დობუჟინსკი - “ძველი ლიტვა” 05.07.2010.

 6 ივლისი - 20 აგვისტო

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლიტველი მხატვრის მსტისლავ დობუჟინსკის (1875-1957) ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებითძველი ლიტვა”.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლიტვის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული . დობუჟინსკის 38 გრაფიკული და . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 3 ნამუშევარი.

 დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ლიტვის პეიზაჟების, ქალაქის ქუჩების, სახლებისა და ტაძრების ამსახველი ნამუშევრები. ასევე ეროვნულ მუზეუმში დაცული წიგნის და აფიშების ილუსტარციები.

 მსტისლავ დობუჟინსკიმ თვდაპირველად სახელი თეატრის მხატვობით გაითქვა. ლიტვაში იგი სცენოგრაფიის ფუძემდებლად არის მიჩნეული. მას 40-მდე საოპერო და დრამატული სპექტაკლი აქვს გაფორმებული. მისი გაფორმებით სპექტაკლები და ოპერები დაიდგა პარიზში, ლონდონში, რომში, ნეაპოლში, ბრიუსელში, კაუნასიში, მოგვიანებით კი ნიუ-იორკის მეტროპოლიტან ოპერაში.

მიუხედავად წარმატებული სცენოგრაფიული კარიერისა დობუჟინსკი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ქალაქებისა და პეიზაჟების ხატვას. თავის ნამუშევრეს იგიქალაქებისა და ბუნების ხედებსუწოდებდა. მან თავის შემოქმედებაში, სხვა ქალაქებთან ერთად, უკვდავყო ძველი ლიტვა.

 

 დობუჟინსკი 1939 წლიდან გარდაცველებამდე ცხოვრობდა ნიუ-იორკში. სხვადასხვა ქალაქებში _ რიგაში, ამსტერდამში, პარიზში, ბრიუსელში _ მართავდა ექსპოზიციებს, სადაც პეტერბურგის, რომის, ჰელსინკის, კოპენჰაგენისა და სხვა ქალაქთა გვერდით აჩვენებდა ვილნიუსის ეკლესიებს, კაუნასის საკათედრო ტაძრის ხედებს, ნემანის ნაპირებსა და ლიტვის პატარა ქალაქებს.

 

გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლიტვის ხელოვნების მუზეუმი და ლიტვის საელჩო საქართველოში.

 მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. გუდიაშვილის . #1.


Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]