|   ENG

 
 
გიორგი გაბაშვილი27.11.2007.

გიორგი გაბაშვილი

კვირას, 2006წლის 23 დეკემბერს, 16 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ცნობილი ქართველი მხატვრის გიგო(გიორგი) გაბაშვილის(1862-1936) ნამუშევრების

გამოფენაზე.მხატვრობისადმი მისწრაფება  გ. გაბაშვილმა ბავშვბაშივე გამოავლინა. ფერწერის ოსტატობას იგი მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში დაეუფლა, - ფრანც რუბოსა და ა. ვაგნერთან. საინტერესო ფერწერული ტილოების შექმნისათვის სანტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს იგი რამდენჯერმე  დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით და მხატვრის წოდება მიენიჭა.  გ.გაბაშვილი გახლდათ პირველი ქართველი მხატვარი, რომელმაც თბილისში, 1891 წელს პერსონალური გამოფენა მოაწყო. იმ დროინდელმა  პრესამ ერთსულოვანად დადებითად  შეაფასა მხატვრის უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი.

2006 წელს, სოთბის აუქციონზე  გ. გაბაშვილის ფერწერული ტილო ჩარლზ კრენმის კოლექციიდან 1 მილიონ 136 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 1891 წელს კავკასიაში მოგზაურობისას ამერიკელი მილიონერი  ქართულ ფერწერას გაეცნო.  ჩარლზ კრენმა სწორედ იმ პერიოდში შეუკვეთა გ.გაბაშვილს ფერწერული ტილოები შუა აზიისა და კავკასიის თემაზე. საყურადღებოა ცნობილი ქართველი მხატვრის პედადოგიური მოღვაწეობის ეტაპი. 1897წელს გ. გაბაშვილმა დააარსა სამხატვრო სტუდია. 1900-1920 იგი ასწავლიდა კავკასიის ხელოვანთა წამახალისებელ სკოლაში ფერწერასა და ქანდაკებას. 1922-30 წლებში გ. გაბაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახლდათ. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი,  მხატვრის სურვილისამებრ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. გ. გაბაშვილის ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.



Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]