თავისი დახვეწილი ხარისხისა და უნიკალურობის გამო, მსოფლიო მინანქრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ექსპონატებად არის მიჩნეული.
ბრწყინვალე კოლექციაში შედის 227 ნამუშევარი, რომლებიც მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში ტიხრული მინანქრის მნიშვნელობას განსაზღვრავენ, დაწყებული VIII საუკუნიდან, როდესაც პირველად გვხვდება მინანქარი, XV საუკუნის ჩათვლით.
შუა საუკუნეების კოლექციები 2 ჯგუფად იყოფა: ქართული და ბიზანტიური მინანქარი. ყველა ეგზემპლარი შეიძლება მივიჩნიოთ საეკლესიო ინვენტარად, გარდა კულონის, სამაჯურისა და 2 სწორ კუთხოვანი ნივთისა, რომლებიც ვერ იქნებოდა გამოყენებული საეკლესიო მსახურებისას. მინანქრის კოლექციაში ყველაზე ღირებულ ექსპონატად, რომელმაც შექმნა ტიხრული მინანქრის ისტორია, მიჩნეულია გელათის მონასტრის ხახულის ხატის კარედი (ტრიპტიქონი), უნიკალური, 115 ნაწილისგან შემდგარი კომბინაციით. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ტრიპტიქონი საკმაოდ კარგადაა შემონახული, მისი ცენტრალური ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1859 წელს, გელათის მონასტრის გაძარცვის დროს.