|   ENG

 
 
ქართული კოლექციებიდან27.11.2007.

ქართული კოლექციებიდან

ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ  ქართული ტიხრული მინანქრის უნიკალურ ნიმუშებს.

მიუხედავად მჭიდრო და ნათესავური კავშირისა ბიზანტიურ სამყაროსთან,ქართული ტიხრული მინანქრის შექმნის პროცესები სრულიად თავისუფალი ტექნიკით ვითარდებოდა, რაც ქართული ხელოვნების დამოუკიდებელი, სრულიად განსხვავებული  მანერით წარმათვას მოწმობს. 

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება 7-13 საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქარი.X საუკუნის ქართული მინანქარი რითმული ხაზებითა და მარტივი, ექსპრესიული ელემენტებით. სხეულის ჩრდილები ღვინისფერით არის დაფარული.

ამ ეპოქის ტიხრული მინანქარი ოქროს ზედაპირზე სრულდება და ფონიც ოქროსი გასდევს.

XI საუკუნის განმავლობაში უფრო მეტად იგრძნობა ბიზანტიური სტილის ზეგავლენა.

XII-XIII საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქარი ნათლად ასახავს ეპოქისათვის დამახასიათებელ რელიგიურ დოგმატიზმსა და მკაცრ ასკეტურობას.



Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]