|   ENG

 
 
“გენდერი და ხელოვნება”27.11.2007.

“გენდერი და ხელოვნება”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას “გენდერი და ხელოვნება”.
გამოფენა პროექტის “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში~ ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის  მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სხვადსხვა კულტურული ღონისძიება ასევე საგანმანათლებლო პროგრამები .
  
დღეს, როდესაც დასავლეთში ჩამოყალიბებული გენდერული კონცეფცია ჩვენს სინამდვილეშიც შემოდის,  უმრავლესობა მას ფემინიზმთან აიგივებს ან როგორც “ქალთა პრობლემებს” ისე აღიქვამს. ამიტომ საჭირო ხდება ამ სტერეოტიპის დაძლევა და იმის განმარტება, რომ გენდერის მცნება მთლიანობითი ხასიათისაა და მთელი საზოგადოების, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის პოზიციებს წარმოაჩენს.
გენდერული იდენტიფიკაცია დიდი ხანია აღარ იწყება მარტივი კონსტრუქტით კაცი/ქალი და მათი შედარებით. სქესისა და გენდერის დიფერენცირება სოციალური და კულტურული პროცესების გააზრების ახალ თეორიულ დონეზე გასვლას გულისხმობს.
ადამიანის სქესს არა მარტო ბიოლოგიური და სოციალური არამედ კულტურულ-სიმბოლური იტერპრეტაცია გააჩნია.   გენდერი რთული სოციალური კონსტრუქტია და გარკვეულ წილად ხელოვნებაშიც ისახება.      მიუხედავად იმისა, რომ გენდერი, როგორც კონცეფტი ხელოვნებაში თავის თავად  არ არის ახალი, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს თემა ნაკლებად არის ცნობილი.
გამოფენაზე ექსპონირებული ხელოვნების ნიმუშები წარმოგვიდგენს თუ რა გავლენას ახდენს გენდერული როლები მხატვრებსა და მათ ნამუშვრებზე. მაყურებელს აქვს  საშუალება მიადევნოს თვალი თუ რა კულტურული ფასეულობები და სიმბოლოებია იჩენს თავს ხელოვნებაში გენდერული ასიმეტრიის პირობებში  განსხვავებულ ეპოქასა და გეოგრაფიულ სივრცეში
გამოფენის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება გენდერულ საკითხებზე და ამ სფეროში მათი ცნობიერების ამაღლება.
 გამოფენის კონცეფცია იმ იდეას  ეფუძნება, რომ მნიშვნელოვანია არა ბიოლოგიური ან ფიზიკური განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის, არამედ ამ განსხვავების სოციოკულტურული  შეფასება და იტერპრეტაცია ანუ  ის კულტურული და სოციალური მნიშვნელობა, რომელსაც ესა თუ ის საზოგადოება ამ განხვავებას ანიჭებს.



Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]