| საქართველოს ეროვნული მუზეუმი ”ჯიპიაი ჰოლდინგთან” პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს | 07.12.2009. |
8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, საზეიმო ვითარებაში, ხელი მოეწერება პარტნიორობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ”ჯიპიაი ჰოლდინგს” შორის.
პარტნიორობის პირველი პროექტი გახლავთ დმანისში აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინიდის ექსპოზიცია ნიდერლანდების ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში. | ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები | 19.11.2009. |
20 ნოემბერი, 2009 - 14 თებერვალი, 2010
20 ნოემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ხმელთაშუაზღვისა და წინა აზიის კულტურების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა “ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები”.
პროექტის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის, დედაქალაქში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც ასახავენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ წარსულს, მისი კულტურის თვითმყოფადობას, და კულტურულ კავშირებს დასავლურ (ძველ ბერძნულ) და აგრეთვე აღმოსავლურ (აქემენიდეურ) სამყაროსთან. | უძველესი თბილისი - დედაქალაქის არქეოლოგიურ ძეგლთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. | 10.11.2009. |
12 ნოემბერი – 12 დეკემბერი
12 ნოემბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ისტორიის მუზეუმში ეწყობა ქ. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის ”უძველესი თბილისი” პრეზენტაცია. დედაქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის პრეზენტაცია თბილისის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენის ფონზე ჩაივლის. პროექტი “უძველესი თბილისი” არის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს. | 1989-2009: ცვალებადი სამყარო -დროის ანარეკლი | 09.11.2009. |
11 – 30 ნოემბერი
თბილისის ისტორიის მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ გამოფენას `1989-2009: ცვალებადი სამყარო -დროის ანარეკლი”. გამოფენის მიზანია გერმანელი და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხელოვანების მიერ 1989 წელს, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მომხდარი ცვლილებების აღქმა და ასახვა. გამოფენის ყურადღების ცენტრშია ხელოვანების მიერ გადმოცემული ”ცვალებადი დრო“ და კომპლექსურ თემატიკასთან მათი ემპირიულად მიახლოვების მცდელობა. | აფხაზეთობა 2009 | 09.11.2009. |
ეთნოგრაფიულ მუზეუმში “აფხაზეთობა 2009” გაიმართა.
სახალხო ზეიმი რესატვრირებული აფხაზური ოდის “აკუასკას” პრეზენტაციით გაიხსნა, სადაც საზოგადოება თავადი ანჩაბაძის სახლის ექსპოზიციას გაეცნო. აფხაზური ოდა თბილისში სოფელ ტყვარჩელიდან არის ჩამოტანილი. იგი 1911 წელს არის აგებული. ოდის რესტავრირება მოხდა უნესკოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურის სამინისტროს სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის “გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ რეაბილიტაციის” - ფარგლებში.
|