|
|
 |
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულისაქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის "თვინინგის" პროექტი პროექტი ოცდაშვიდთვიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური გაძლიერებაა, რათა მან წარმოაჩინოს კულტურა, როგორც საქართველოს განვითარების მთავარი ელემენტი. "თვინინგის" მუდმივი მრჩევლის გარდა, რომელიც ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებიდან არის წარმოგზავნილი თბილისში პროექტის მიმდინარეობის მანძილზე, გერმანიის მხრიდან კონსულტაციებში 40-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. კონსულტაციები ძირითადად საქართველოში ჩატარდება. პროექტი ეყრდნობა შემდეგ საკითხებს: მუზეუმის შენობების, საცავებისა და სახელოსნოების დაგეგმარება, პრევენციული კონსერვაციის ინსტრუქციების დახვეწა და ზოგადი სამუზეუმო სტანდარტების შემოღება. გერმანელი ექსპერტები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ კონსულტაციების, სამუშაო ჯგუფებისა და სემინარების მეშვეობით. გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტები და სტაჟირებები ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებში ხელს შეუწყობს ქართველი კოლეგების ცოდნის გაღრმავებას. "თვინინგის" ეს პროექტი ეროვნული მნიშვნელობის მქონე ორი კულტურული დაწესებულების თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობაა. კომპონენტები პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 27 თვეა, ოთხ კომპონენტად იყოფა. თითოეული მათგანი განხორციელდება ადგილობრივად სხვდასხვა ღონისძიების მეშვეობით. I კომპონენტი: "მხარდაჭერა რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის შესაქმნელად". საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის გეგმა ითვალისწინებს რესტავრაცია-კონსარვაციის ახალი ცენტრის აშენებას. გერმანელი ექსპეტრები ქართველ სპეციალისტებს შემდეგ საკითხებში გაუწევენ კონსულტაციებს: სამშენებლო ანალიზი, მშენებლობის დაგეგმარება, შენობის არქიტექტურა, საცავების, სარესტავრაციო სახელოსნოებისა და კვლევითი ლაბორატორიების აღჭურვა. II კომპონენტი: "პრევენციული კონსერვაციის გაუმჯობესება". რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გერმანული მხარე წარმოადგენს რეკომენდაციებს პრევენციული კონსერვაციისთვის. ქართველი სპეციალისტების სასწავლო ვიზიტის შემდეგ აღნიშნული რეკომენდაციები მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებს - დაინერგება პრაქტიკაში და შეიქნება სახლემძღვანელო. ხანგრძლივი სტაჟირება ბერლინში ქართველ ექსპერტებს საშუალებას მისცემს, უფრო გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა ამ სფეროში. | განახლებულ ეროვნული გალერეა | 09.06.2011. |
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის განახლებულ შენობაში წარმოგიდგენთ გამოფენას “ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები - XX საუკუნის I ნახევარი” . დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალება ერთ სივრცეში იხილოს ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, დიმიტრი შევარდნაძის, კირილე ზდანევიჩის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილის, სერგო ქობულაძის, ირაკლი გამრეკელის, აპოლონ ქუთათელაძის, უჩა ჯაფარიძისა და სხვათა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე თეატრის მხატვრობა, იაკობ ნიკოლაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის ქანდაკებები.
 | „არქეოლოგიური საგანძური“ | 09.06.2011. |
არქეოლოგიურ საგანძურში დაცულია საქართველოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომელთა დიდი უმრავლესობა ადგილობრივი ნაწარმია. ექსპოზიციაზე ქართული ოქრომჭედლობის განვითარების გზა ძვ. წ. III ათასწლეულიდან ქრისტიანობის შემოსვლამდე (ახ. წ. IV საუკუნე) წარმოდგენილია სამ ნაწილად: დიდი ყორღანების კულტურა (ძვ. წ. III – II ათასწლეულები) ოქროსა და ვერცხლის უძველესი ნივთები, კერძოდ, სამკაული და სხვადასხვა სარიტუალო ნივთები (ჭურჭელი, შტანდარტები და ა.შ.) აღმოჩენილია იმდროინდელი საზოგადოების დაწინაურებულ პირთა მდიდრულ ყორღანულ სამარხებში, რომლებიც იქნა გამოვლენილი დღევანდელი ქართლის, კახეთისა და თრიალეთის ტერიტორიაზე. „ოქრომრავალი კოლხეთი“ (ძვ. წ. VIII – III საუკუნეები) ძვ. წ. V-IV საუკუნეების კოლხური სამკაული (დიადემები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები, სამაჯურები და სხვა), რომელიც მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის – კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვანსა და საირხეში წარჩინებულთა სამარხებში იქნა აღმოჩენილი, გვიხსნის, თუ რატომ იხსენიება კოლხეთი ბერძნულ-რომაულ წყაროებში ეპითეტით „ოქრომრავალი“, სიმდიდრით განთქმული ქალაქების მიკენის, სარდისა და ბაბილონის მსგავსად. კოლხური ოქრომჭედლობის ეს ნიმუშები სათავეს იღებს ძვ. წ. VIII - VI საუკუნეებში, როცა ოქროს და ვერცხლის სამკაული ათსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ კვლავ ჩნდება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტო-რიაზე. ქართლის სამეფო – იბერია (ძვ. წ. III - ახ. წ. IV საუკუნეები) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ. წ. IV-III საუკუნეების ოქრო-მჭედლობის ნიმუშები, რომელთა შორის უნიკალურობით გამოირჩევა ახალგორის განძი, იმ არისტოკრატიის კუთვნილებაა, რომელიც აქ ქართლის სამეფოს – იბერიის (როგორც მას ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროები მოიხსენიებენ) შექმნამდე ცხოვრობდა. იბერიის სამეფოს ძლიერების გამომხატველია სამეფო ოჯახის წევრთა და ადგილობრივ წარჩინებულთა (პიტიახშების) სამარხებში აღმოჩენილი იბერიული ოქრომჭედლობის მრავალი ნიმუში, რომლებიც სრულიად ორიგინალური პოლიქრომიული სტილით გამოირჩევა, როგორც ადგილობრივად დამზადებული, ასევე ირანიდან და რომიდან შემოტანილი ტორევტიკის და გლიპტიკის ნამდვილი შედევრები.
| დმანისი პირველი ევროპელების სამშობლო | 06.07.2010. |
| ``სამეცნიერო –კვლევითი აპარატურის შესაძენად`` | 13.04.2010. |
სახელმწიფო გრანტის ``სამეცნიერო –კვლევითი აპარატურის შესაძენად`` ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეიძინა არადესტრუქციული პორტატიული ენერგო დისპერსიული რენტგენო-ფლუორესცენტული სპექრომეტრი ElvaX.
სპექტრომეტრი ElvaX -ით შესაძლებელია სინჯის აღების გარეშე ჩატარდეს ლითონთა და მათი შენადნობების, კერამიკული მასალის , პიგმენტების და სხვ. არქეოლგიური და არაარქეოლოგიური წარმომავლობის მასალის შემადგენლობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი. ელემენტების განსაზღვრის დიაპაზონი: Cl(Z=17) - დან U(Z=92) - მდე.
|
|
|