|
|
 |
| ვანის არქეოლოგიური აღმოჩენების გამოფენები | 05.05.2009. |
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური აღმოჩენების გამოფენებმა ევროპისა და აშშ-ს ცნობილი მუზეუმები მოიარა. გამოფენებზე წარმოდგენილი გახლდათ ეროვნულ მუზეუმში დაცული ქ. ვანში აღმოჩენილი ანტიკური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები: თავსამკაულები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები, ბეჭდები, დიადემები, სუდარაზე მისაკერებელი ღილაკები, სამაჯურები, სხვადასხვა სახის მძივები, ბრინჟაოსა და რკინის ქანდაკებები. | ”მოწყენილობის, მტვრის და რღვევის მიღმა - მუზეუმები, როგორც სიცოცხლის მანძილზე სწავლის სივრცეები კულტურათშორისი დიალოგისთვის | 16.04.2009. |
  
პროექტის პარტნიორები არიან: მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტი (ICOM), აზერბაიჯანის ხალიჩებისა და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სომხეთის მუზეუმის მუშაკთა და მეგობართა ასოციაცია (AMWF), სომხეთის ეროვნული განვითარების სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი (SECND), საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა ასოციაცია (GNMFA), საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (AEAG), ტრადიციული კულტურის ცენტრი (ტოსნო, რუსეთის ფედერაცია) და კარელიის კულტურის ცენტრი (პეტროზავოდსკი, რუსეთის ფედერაცია). პროექტი ფინანსდება ევროკომისიისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ. | დავეხმაროთ ომის ბავშვებს | 10.12.2008. |
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტი "დავეხმაროთ ომის ბავშვებს" 2008 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. პროექტის მიზანია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
| გიორგი ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, II ეტაპი | 23.10.2008. |
2007 წლის ივლისში დაიწყო იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია), საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივი პროექტი “გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია” – II ეტაპი.
პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან. პროექტის პირველი ეტაპი მუზეუმში დაცულ ტრადიციულ საცხოვრებლებზე გადაუდებელი დაცვითი სამუშაოების ჩატარებას მოიცავდა და აგრეთვე გულისხმობდა მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშ მუზეუმთან, ლილეჰამერში პარტნიორობის დამყარებას. პროექტის მეორე ეტაპზე გრძელდება აღნიშნული სამუშაოები და მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს, რომელთაგან კვლავაც წამყვანია მუზეუმის დაზიანებულ სახლებზე სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე საქმიანობის არეალის გაფართოება მუზეუმის სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების შესაბამისად. | ტურისტული მარშრუტი “თბილისი სიღნაღი” | 25.06.2008. |
2008წ-ის იანვრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო ექსკურსიებს თბილისი-სიღნაღის მიმართულებით. ექსკურსიაში შედის: თბილისში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუდმივი ან მიმდინარე გამოფენის დათვალიერება, ავტობუსით მგზავრობა, გიდის მომსახურება, ექსკურსია სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში, ქალაქის ტური და ბოდბის დედათა მონასტრის მონახულება.
|
|
|
|
|
Events Calendar By TERMO
სექტემბერი 2010
| კ |
ო |
ს |
ო |
ხ |
პ |
შ |
|
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
| 5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
| 12 |
13 |
14 |
15 |
16 |
17 |
18 |
| 19 |
20 |
21 |
22 |
23 |
24 |
25 |
| 26 |
27 |
28 |
29 |
30 |
|
|
[ << აგვისტო | ოქტომბერი >> ]
|
| |
|